სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნება
წლიური პროგრამა
VII კლასი
თემატური
ბლოკი: გარემო და ხელოვნება
თემა: ბუნებრივი და ადამიანის შექმნილი გარემო
საათების სავარაუდო რაოდენობა: 18 სთ + 4
|
ზოგადი ცნებები
სახვითი ხელოვნების
მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები
სახვითი ხელოვნების ელემენტები (მაგ: მოცულობა, ფაქტურა;ფერი:
კოლორიტი, ნახევარტონები, ფერთა გრადაცია; ხაზი: სხვადასხვა ტიპის და სისქის ხაზი, კონტური).
სახვითი
ხელოვნების პრინციპები (მაგ: კომპოზიციური განაწილება, სივრცე: ჰაეროვანი პერსპექტივა, ხაზობრივი პერსპექტივა, ჰორიზონტის ხაზი, თავშეყრის
წერტილი; მასშტაბი, პროპორცია, საგანთა თანაფარდობა).
მაგ:
აქცენტი.
სახვითი ხელოვნების
ტექნიკა
შეირჩევა თემატური მკვიდრი წარმოდგენებისა და საკვანძო
შეკითხვების გათვალისწინებით.
სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები
დარგები
(მაგ: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, არქიტექტურა, დეკორატიულ-გამოყენებითი
ხელოვნება).
ჟანრები
(მაგ: პეიზაჟი, ნატურმორტი).
სხვადასხვა ეპოქის ხელოვნება
მაგ: პრეისტორია,
რეალიზმი, იმპრესიონიზმი, პოსტიმპრესიონიზმი და სხვ.
|
საკვანძო კითხვები
·
რატომ არის მნიშვნელოვანი გარემოზე დაკვირვება?
·
რატომ გაჩნდა ხელოვნების სხვადასხვა დარგი?
·
რას და რატომ გამოსახავენ ადამიანები?
·
რა საშუალებებით გამოსახავენ ადამიანები გარემოზე
დაკვირვების შედეგებს?
·
როგორ შემიძლია გამოვიყენო მხატვრულ-გამომსახველობითი
ხერხები გარემოზე დაკვირვების შედეგებისა და საკუთარი დამოკიდებულების გადმოსაცემად?
·
შეუძლია თუ არა ადამიანის შემოქმედებას ზეგავლენა
მოახდინოს გარემოზე და როგორ?
·
როგორ იყენებს ადამიანი ბუნებრივ რესურსებს შემოქმედებით
საქმიანობაში?
|
აქტივობები
|
იდეები კომპლექსური დავალებებისთვის
|
შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·
დააკვირდეს გარემოს (ბუნებას, ადამიანის შექმნილს)და
დაკვირვების შედეგად აღძრული შთაბეჭდილებები, ემოციები, გრძნობები შემოქმედებითად ასახოს ნამუშევარში
(ს.გ.სტ.საბ.1);
·
ნამუშევრის შექმნისას შეარჩიოს და გამოიყენოს შესაბამისიმხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები (ხაზის, ფერის, ლაქის გამომსახველობითი
შესაძლებლობები, მოცულობა, ხაზობრივი და ჰაეროვანი პერსპექტივა, მასშტაბი, კომპოზიციური
განაწილება, საგანთა თანაფარდობა და სხვ.), მასალა და ტექნიკა (ს.გ.სტ.საბ.1,2);
·
აღწეროს/ ისაუბროს, როგორ იყენებს ადამიანი ბუნებრივ
რესურსებს შემოქმედებით საქმიანობაში; მოიძიოს ბუნებრივი რესურსები და მათი გამოყენებით
შექმნას ნამუშევარი (ს.გ.სტ.საბ.1,2,3,4);
·
გააანალიზოს საკუთარ/ სხვის ნამუშევარში გამოყენებული
მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები (ხაზის, ფერის, ლაქის გამომსახველობითი
შესაძლებლობები, ხაზობრივი და ჰაეროვანი პერსპექტივა, მასშტაბი, კომპოზიციური განაწილება,
საგანთა თანაფარდობა და სხვ.) და ისაუბროს საკუთარ ემოციებზე (ს.გ.სტ.საბ.3);
·
გამოთქვას ვარაუდი ხელოვნებისდარგებისა და ზოგიერთი
ჟანრის (პეიზაჟი, ნატურმორტი) გაჩენის შესაძლო მიზეზების შესახებ და ისაუბროს თუ როგორ იცვლებოდა
პეიზაჟის, ნატურმორტის გამოსახვის თავისებურებები
დროსთან ერთად, მოიყვანოს რამდენიმე მაგალითი (ს.გ.სტ.საბ.4).
|
მკვიდრი წარმოდგენები
·
გარემო ადამიანის შემოქმედებაზე ახდენს გავლენას,
ადამიანის შექმნილი კი ზემოქმედებს გარემოზე;
·
გარემო ადამიანის მუდმივი ინტერესისა და დაკვირვების
ობიექტია უძველესი დროიდან დღემდე; დაკვირვება მნიშვნელოვანია გარესამყაროს შესაცნობად;
·
გარემოდან მიღებულ შთაბეჭდილებებს და დაკვირვების შედეგებს ადამიანი
იყენებს საკუთარ ნამუშევრებში იდეების გადმოსაცემად და თვითგამოხატვისთვის;
·
სხვადასხვა დროს გარესამყაროს ასახვას ნამუშევარში
სხვადასხვა ფუნქცია ქონდა;
·
უძველესი დროიდან დღემდე გარემომცველ სამყაროს
ადამიანები მრავალფეროვანი
მხატვრულ-გამომსახველობითი
ხერხებით, მასალით
და ტექნიკით ასახავენ;
·
გარემო და მისადმი ჩემი დამოკიდებულება ნამუშევარში მრავალი განსხვავებული
ხერხით შეიძლება გადმოვცე.
|
თემატური ბლოკი: ადამიანი
ხელოვნებაში
თემატური
ბლოკი: საზოგადოება და ხელოვნება
თემა: ხელოვნება და ყოველდღიურობასაათების სავარაუდო
რაოდენობა: 20 სთ+ 4
|
ზოგადი ცნებებიდა საკითხები
სახვითი ხელოვნების
მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები
სახვითი ხელოვნების
ელემენტები (მაგ: ხაზი: სხვადასხვა ტიპისდა სისქის,კონტური).
სახვითი
ხელოვნების პრინციპები (მაგ: რიტმი, სიმეტრია, ასიმეტრია, პროპორცია).
მაგ: ორნამენტი.
სახვითი ხელოვნების
დარგები და ჟანრები
დარგები (მაგ: დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება,
ილუსტრაცია, ჭედურობა, ლანდშაფტური არქიტექტურა).
სახვითი ხელოვნების
ტექნიკა
შეირჩევა თემატური ბლოკის შესაბამისად დაგეგმილი აქტივობების
მიხედვით
სხვადასხვა
ეპოქის ხელოვნება
მხატვრული მიმდინარეობები, სტილები და შესაბამისი
ხელოვნების ნიმუშები შეირჩევა თემატური მკვიდრი წარმოდგენებისა და საკვანძო შეკითხვების
გათვალისწინებით.
|
აქტივობები
|
იდეები კომპლექსური დავალებებისთვის
|
საკვანძო კითხვები
·
სად და როგორი სახით გვხვდება ხელოვნება ჩვენ გარშემო?
·
როგორ ვიყენებთ ხელოვნებას ყოველდღიურ ცხოვრებაში?
·
რა განასხვავებს ხელოვნების ნიმუშს უბრალო საგნისგან,
ნივთისგან?
·
რა ფაქტორები ახდენს გავლენას ხელოვნების ნიმუშის
იერსახეზე?
·
შეიძლება თუ არა ჩემ მიერ შექმნილი ნამუშევარი გამოვიყენო
ყოველდღიურ ცხოვრებაში?
|
შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·
შექმნას დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრები,
აირჩიოს და გამოიყენოს შესაბამისი მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები, მასალა და
ტექნიკა (ს.გ.სტ.საბ.1,2);
·
გააანალიზოს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები,
რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდება და გამოთქვას საკუთარი დამოკიდებულება (ს.გ.სტ.საბ.3);
·
რამდენიმე მაგალითის საფუძველზე გააანალიზოს ყოველდღიური
საგნების, ნივთების ესთეტიკური მხარე და იმსჯელოს რა ფაქტორებს შეიძლება მოეხდინა
გავლენა მათზე (ს.გ.სტ.საბ.3);
·
ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთსსახვითი ხელოვნების
სხვადასხვა დარგის ნიმუშები(მაგ: დეკორატიულ-გამოყენებითი
ხელოვნება, ლანდშაფტური არქიტექტურა, ანიმაცია და სხვ.) გამოყენებული გამომსახველობითი
ხერხების, მასალის, ტექნიკის მიხედვით, იმსჯელოს მათ დანიშნულებაზე (ს.გ.სტ.საბ.3,4);
·
ამოიცნოს და შეადაროს რომელიმე ორი კულტურის გამოყენებითი
ხელოვნების ნიმუშები და იმსჯელოს მსგავსება-განსხვავებებზე (ს.გ.სტ.საბ.3,4).
|
მკვიდრი წარმოდგენები
·
უძველესი დროიდან დღემდე ხელოვნება ადამიანის ცხოვრების
განუყოფელი ნაწილი იყო;
·
ხელოვნების ნიმუშები სხვადასხვა მიზნითა და დანიშნულებით
იქმნებოდა;
·
ხელოვნება ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა სახით
გვხვდება;
·
ყველაფერი, რასაც ადამიანი ქმნის, ხელოვნების ნიმუში
არ არის, თუმცა ჩვეულებრივი ნივთები შეიძლება ხელოვნების ნიმუშად ვაქციოთ;
·
ყოველდღიური საგნების, ნივთების ესთეტიკურ მხარეზე
სხვადასხვა ფაქტორმა შეიძლება მოახდინოს გავლენა (ადამიანის ესთეტიკური მოთხოვნილება,
ფუნქცია/ დანიშნულება, მასალის თვისებები, მასალის ხელმისაწვდომობა, კულტურული თავისებურებების
გავლენა, ხელოვანის მხატვრული ხედვა/ შემოქმედებითი მიდგომა, სტილი, მოდა და სხვ.).
·
მრავალი განსხვავებული ხერხით შეიძლება შევქმნა ნამუშევარი,
რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენებ.
|
VIII კლასი
თემატური
ბლოკი: გარემო და ხელოვნება
თემა: განსხვავებული
ხედვა
საათების სავარაუდო რაოდენობა: 18 სთ+ 4
|
ცნებებიდა
საკითხები
სახვითი ხელოვნების
მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები
შეირჩევა თემატური მკვიდრი წარმოდგენებისა
და საკვანძო შეკითხვების გათვალისწინებით
სახვითი ხელოვნების
დარგები და ჟანრები
შეირჩევა თემატური მკვიდრი წარმოდგენებისა
და საკვანძო შეკითხვების გათვალისწინებით
სახვითი ხელოვნების
ტექნიკა
შეირჩევა
თემატური ბლოკის შესაბამისად დაგეგმილი აქტივობების მიხედვით
სხვადასხვა ეპოქის ხელოვნება
ძირითადი
მხატვრული მიმდინარეობები და სტილები(მაგ:სიურეალიზმი,
ფუტურიზმი, სიმბოლიზმი, აბსტრაქციონიზმი, კუბიზმი და სხვ.).
|
საკვანძო
კითხვები
·
იცვლებოდა თუ არა დროსთან ერთად გარესამყაროს ასახვის
გზები და ხერხები?
·
რა განაპირობებს ხელოვანის მიერ გამომსახველობითი
ხერხების, მასალისა და ტექნიკის არჩევანს?
·
რა ფაქტორებმა შეიძლება მოახდინოს გავლენა ნამუშევრის
მხატვრულ ფორმაზე (სტილი, მიმდინარეობა, შესრულების მანერა, მხატვრულ-გამომსახველობითი
საშუალებები)?
·
როგორ შეიძლება გამოიყენოს ხელოვანმა მხატვრულ-გამომსახველობითი
ხერხები, მასალა, ტექნიკა ჩანაფიქრის, საკუთარი დამოკიდებულების, წარმოდგენების გადმოსაცემად?
|
აქტივობები
|
იდეები კომპლექსური დავალებებისთვის
|
შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·
შექმნას ნამუშევარი სხვადასხვა მხატვრულ სტილში (მაგ:სქემატური,
სტილიზებული), ჩანაფიქრის შესაბამისად შეარჩიოს მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები,
მასალა, ტექნიკა (ს.გ.სტ.საბ.1,2);
·
გააანალიზოს, როგორ არის გამოყენებული სხვადასხვა
დროის ნამუშევარში გამომსახველობითი ხერხები, მასალა და ტექნიკა ჩანაფიქრის განსახორციელებლად
(ს.გ.სტ.საბ.3,4);
·
გააანალიზოს,
როგორ იცვლებოდა დროთა განმავლობაში გარესამყაროს ასახვის გზები ხელოვნებაში
(ს.გ.სტ.საბ.3,4);
·
შეადაროს ერთმანეთს ხელოვნების რამდენიმე სტილი, მიმდინარეობა,
იმსჯელოს მათ მხატვრულ მახასიათებლებზე, გამოთქვას საკუთარი დამოკიდებულება (ს.გ.სტ.საბ.4);
·
გააანალიზოს რომელიმე სტილის, მიმდინარეობის ხელოვნება/
ხელოვნების ნიმუშები და იმსჯელოს სხვადასხვა კონტექსტის გავლენის შესახებ (ს.გ.სტ.საბ.4).
|
მკვიდრი წარმოდგენები
·
ხელოვანები განსხვავებულად გადმოსცემენ გარესამყაროსადმი
საკუთარ დამოკიდებულებას, წარმოდგენებს;
·
გარესამყაროს ასახვის მრავალი გზა და ხერხი არსებობს;
·
ნამუშევრის მხატვრულ ფორმას (სტილი, მიმდინარეობა,
შესრულების მანერა, მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები) სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს;
·
მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს, მასალას, ტექნიკას
მხატვრული ჩანაფიქრის შესაბამისად ვირჩევთ.
|
თემატური
ბლოკი: ადამიანი ხელოვნებაში
თემა: ადამიანის შინაგანი სამყარო
მინიმალური საათების რაოდენობა:
18 სთ+ 4
|
ზოგადი ცნებებიდა საკითხები
სახვითი ხელოვნების
მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები
სახვითი ხელოვნების
ელემენტები(მაგ: ფერი: ძირითადი და შედგენილი, ცივი და თბილი,კონტრასტული,მონათესავე,ინტენსიური, ნეიტრალური, ნახევარტონები, ფერისგრადაცია, კოლორიტი; ხაზი: სხვადასხვა ტიპისდა სისქის, კონტური, შტრიხი).
სახვითი
ხელოვნების პრინციპები(მაგ: სტატიკა, დინამიკა, კონტრასტი, კომპოზიციური განაწილება).
მაგ: აქცენტი, დეტალი.
სახვითი ხელოვნების
ტექნიკა
შეირჩევა თემატური მკვიდრი წარმოდგენებისა და საკვანძო
შეკითხვების გათვალისწინებით.
სახვითი ხელოვნების
დარგები და ჟანრები
დარგები
(მაგ: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება).
ჟანრი (მაგ: პორტრეტი).
სხვადასხვა
ეპოქის ხელოვნება
ძირითადი მხატვრული მიმდინარეობები და სტილები (მაგ., ექსპრესიონიზმი,
სიურეალიზმი, ბაროკო).
|
საკვანძო კითხვები
·
როგორ იყენებენ ადამიანები ხელოვნებას თვითგამოხატვისთვის?
·
როგორ გამოსახავდნენ ადამიანის შინაგან სამყაროს ხელოვანები
სხვადასხვა დროს?
·
მე როგორ შეიძლება გამოვხატო ჩემი ემოციები, განწყობა,
აზრები, იდეები ხელოვნების საშუალებით?
·
რა შეიძლება გავიგოთ ადამიანის, ან მისი შინაგანი
სამყაროს შესახებ მისი ნამუშევრებით?
|
აქტივობები
|
იდეები კომპლექსური დავალებებისთვის
|
შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·
ერთი ან რამდენიმემხატვრულ-გამომსახველობითი ხერხის(შუქ-ჩრდილი,
კონტრასტი, კომპოზიციურიგანაწილება,
მონასმი,
ფაქტურა, სხვადასხვა ტიპის ხაზი, კოლორიტი, აქცენტი,
დეტალი და სხვ.) გამოყენებაპორტრეტში ემოციის, განწყობილების
გადმოსაცემად (ს.გ.სტ.საბ.1);
·
სახვითი ხელოვნების დარგის, ჟანრის, მხატვრული ხერხების,
მასალის და ტექნიკის შერჩევა საკუთარი ჩანაფიქრის, იდეის გადმოსაცემად ნამუშევარში
და მსჯელობა სახვით ხელოვნებაზე, როგორც თვითგამოხატვის საშუალებაზე (ს.გ.სტ.საბ.2,3);
·
ერთი ან რამდენიმე ხელოვნების ნიმუშის საფუძველზე
მსჯელობა,თუ როგორგამოსახავდნენადამიანების
შინაგან სამყაროს სხვადასხვა დროს (ს.გ.სტ.საბ.3,4);
·
გააანალიზოს რამდენიმე ხელოვანის შემოქმედება და იმსჯელოს
აისახა თუ არა და რა სახით მათ ნამუშევრებში იმ კულტურის გავლენა, რომლის წარმომადგენლებიც
არიან (ს.გ.სტ.საბ.3,4).
|
მკვიდრი წარმოდგენები
·
სახვითი ხელოვნება მეტყველების ერთ-ერთი ფორმაა;
·
ხელოვნების საშუალებით შესაძლებელია როგორც შინაგანი
სამყაროს ასახვა, ისე გარემომცველი სამყაროსადმი საკუთარი დამოკიდებულების გადმოცემა;
·
შინაგანი სამყაროს ასახვა და გარემომცველი სამყაროსადმი
საკუთარი დამოკიდებულების გადმოცემა შესაძლებელია მრავალი სხვადასხვა ფორმით (მხატვრულ-გამომსახველობითი
ხერხებით, მასალით, ტექნიკით და სხვ.);
·
ადამიანები შინაგან სამყაროს სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად
გამოსახავდნენ;
·
ეროვნული კულტურის გაცნობით საკუთარი თავის უკეთ შეცნობა
შეიძლება.
|
თემატურიბლოკი: საზოგადოება და ხელოვნება
თემა: ხელოვნება
- ინფორმაციის წყარო მინიმალური
საათების რაოდენობა: 20 სთ + 4
|
ზოგადი ცნებებიდა საკითხები
სახვითი ხელოვნების
მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები
სახვითი
ხელოვნების პრინციპები (მაგ: რიტმი, ძირითადის გამოყოფა, კომპოზიციური განაწილება (მაგ., ფრიზული, დიაგონალური და სხვ.)).
სახვითი ხელოვნების
ტექნიკა
შეირჩევა თემატური მკვიდრი წარმოდგენებისა
და საკვანძო შეკითხვების გათვალისწინებით.
სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები
დარგები (მაგ: ფერწერა, გრაფიკა (ილუსტრაცია, პლაკატი,
გრაფიტი), ქანდაკება, არქიტექტურა, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, კედლის მხატვრობა,
მოზაიკა, ვიტრაჟი, ხელნაწერთა მინიატურა და სხვ.).
ჟანრები
(მაგ: ყოფითი, ისტორიული, ბატალური)
სხვადასხვა ეპოქის ხელოვნება
მხატვრული მიმდინარეობები, სტილები
და შესაბამისი ხელოვნების ნიმუშები შეირჩევა თემატური მკვიდრი წარმოდგენებისა და
საკვანძო შეკითხვების გათვალისწინებით.
|
საკვანძო
კითხვები
·
რა ინფორმაცია შეიძლება მივიღო ხელოვნების ნიმუშებით?
·
შეიძლება თუ არა კომუნიკაცია ხელოვნების საშუალებით?
·
როგორ მოგვითხრობს ხელოვნება ამბავს?
·
მე როგორ შეიძლება მოვყვე ამბავი/ ისტორია მხატვრულ-გამომსახველობითი
ხერხების, მასალის, ტექნიკის გამოყენებით?
·
რა შეიძლება გავიგოთ სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის
შესახებ ხელოვნების საშუალებით?
·
როგორ შეიძლება გადმოვცეთ რაიმე მოვლენისადმი საკუთარი
დამოკიდებულება ხელოვნების ნიმუშის საშუალებით?
|
აქტივობები
|
იდეები კომპლექსური დავალებებისთვის
|
შეფასების
ინდიკატორები - მოსწავლემ
უნდა შეძლოს:
·
გადმოსცეს ნამუშევარში რაიმე ამბავი, შეარჩიოს და
გამოიყენოს შესაბამისი მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები, მასალა, ტექნიკა საკუთარი
ჩანაფიქრის, დამოკიდებულების უკეთ გადმოსაცემად (ს.გ.სტ.საბ.1,2);
·
გააანალიზოს რომელიმე ეპოქის ან კულტურის ხელოვნების
ნიმუში და იმსჯელოს რა ინფორმაცია მიიღო მისი მეშვეობით (ს.გ.სტ.საბ.3);
·
იმსჯელოს ხელოვნებაზე, როგორც, კულტურათშორისი დიალოგის
საშუალებაზე, მოიყვანოს რამდენიმე მაგალითი(ს.გ.სტ.საბ.3,4);
·
იმსჯელოს კულტურის/ კულტურების ან ეპოქების ურთიერთგავლენაზე
რამდენიმე მაგალითის საფუძველზე (ს.გ.სტ.საბ.4).
|
მკვიდრი წარმოდგენები
·
ხელოვნების ნიმუშების საშუალებით ბევრი ინფორმაციის
მიღება შემიძლია;
·
ხელოვნება კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა;
·
სახვითი ხელოვნების საშუალებით სხვადასხვა ამბის გადმოცემა
შეიძლება;
·
ამბის გადმოსაცემად სხვადასხვა დროში სხვადასხვა ხერხებს
იყენებდნენ;
·
სათქმელის, იდეების, ინფორმაციის გადმოსაცემად სხვადასხვა
მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხი, მასალა, ტექნიკა, თანამედროვე საკომუნიკაციო ციფრული
ტექნოლოგია შეიძლება გამოვიყენო.
|
IX
კლასი
თემატური ბლოკი: გარემო და ხელოვნება
თემა: ახლის ძიებასაათების სავარაუდო რაოდენობა:
24 სთ+ 6
|
ზოგადი ცნებებიდა საკითხები
სახვითი ხელოვნების
მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები
შეირჩევა თემატური მკვიდრი წარმოდგენებისა
და საკვანძო შეკითხვების გათვალისწინებით.
სახვითი ხელოვნების
ტექნიკა
შეირჩევა თემატური მკვიდრი წარმოდგენებისა
და საკვანძო შეკითხვების გათვალისწინებით.
სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები
შეირჩევა თემატური მკვიდრი წარმოდგენებისა
და საკვანძო შეკითხვების გათვალისწინებით.
სხვადასხვა
ეპოქის ხელოვნება
მაგ: თანამედროვე
ხელოვნების სტილები, მიმდინარეობები, ფორმები (დადა, პოსტმოდერნი, კონცეპტუალური
ხელოვნება, პერფორმანსი, ჰეფენინგი, ფოტოგრაფია, 3D ვიზუალიზაცია
და სხვ.).
|
საკვანძო კითხვები
·
რატომ და როგორ შეიცვალა ხელოვნება XX-XXI საუკუნეებში?
·
როგორ გამომსახველობით საშუალებებს იყენებენ თანამედროვე
ხელოვანები?
·
მე როგორ შეიძლება გამოვიყენო თანამედროვე მიდგომები
ნამუშევრის შექმნისას?
·
როგორ შეიძლება ვეზიარო ხელოვნებას?
|
აქტივობები
|
იდეები კომპლექსური დავალებებისთვის
|
შეფასების
ინდიკატორები - მოსწავლემ
უნდა შეძლოს:
·
ჩანაფიქრის შესაბამისად შექმნას ნამუშევრები თანამედროვე
ხელოვნების მიდგომების (სტილი, მასალას, ტექნიკა, კონცეფციები, პრინციპები და სხვ.)
გამოყენებით (ს.გ.სტ.საბ.1,2);
·
გააანალიზოს, რა ცვლილებები განიცადა თანამედროვეხელოვნებამ და იმსჯელოსმათგამომწვევ მიზეზებზე(ს.გ.სტ.საბ.3,4);
·
გააანალიზოს თანამედროვე ხელოვნება (მხატვრული მიმდინარეობები,
სტილები, ფორმები/ დარგები) და მისი გამომსახველობითი საშუალებები რამდენიმე ნიმუშის
მაგალითზე (ს.გ.სტ.საბ.3,4);
·
იმსჯელოს, რა ფორმით ხვდება ხელოვნებას ყოველდღიურ
ცხოვრებაში და როგორ შეუძლია მასთან ზიარება (ს.გ.სტ.საბ.3,4).
·
|
მკვიდრი წარმოდგენები
·
XX-XXI საუკუნეებში სამყაროში მიმდინარე მოვლენებმა რადიკალური ცვლილებები
გამოიწვია თანამედროვე ხელოვნებაში (მსოფლმხედველობა,
ტექნიკური პროგრესი, გლობალიზაცია და სხვ.);
·
ცვლილებებმა გამოიწვია ხელოვნების ახალი ფორმების/
დარგების გაჩენა;
·
თანამედროვე ხელოვანები იყენებენ თვითგამოხატვის მრავალფეროვან,
უჩვეულო ფორმებს და გამომსახველობით საშუალებებს;
· ადამიანი
ხელოვნებას სხვადასხვა გზით შეიძლება ეზიაროს.
|
თემატური
ბლოკი: საზოგადოება და ხელოვნება
თემა: ხელოვნება - ზემოქმედების საშუალებამინიმალური
საათების რაოდენობა: 30სთ+8
|
ზოგადი ცნებებიდა
საკითხები
სახვითი ხელოვნების
მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები
სახვითი ხელოვნების
ელემენტები(მაგ: ფერი: კონტრასტული).
სახვითი ხელოვნების პრინციპები (მაგ: მასშტაბი, პროპორცია, კონტრასტი, სტატიკა, დინამიკა, ძირითადის გამოყოფა, კომპოზიციური
განაწილება).
სახვითი ხელოვნების
ტექნიკა
შეირჩევა თემატური მკვიდრი წარმოდგენებისა
და საკვანძო შეკითხვების გათვალისწინებით.
სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები
დარგები (მაგ: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, არქიტექტურა, დეკორატიულ-გამოყენებითი
ხელოვნება, კედლის მხატვრობა).
სხვადასხვა
ეპოქის ხელოვნება
მხატვრული მიმდინარეობები, სტილები
და შესაბამისი ხელოვნების ნიმუშები შეირჩევა თემატური მკვიდრი წარმოდგენებისა და
საკვანძო შეკითხვების გათვალისწინებით.
|
საკვანძო კითხვები
·
რატომ შეიძლება მოახდინოს ხელოვნების ნიმუშმა ადამიანზე
გარკვეული შთაბეჭდილება?
·
როგორ იყენებს ძალაუფლება/ ხელისუფლება ხელოვნებას
საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის?
·
როგორ განსხვავდება თანამედროვე და ძველი ხელოვნება
ადამიანებზე ზემოქმედების საშუალებების გამოყენების მხრივ?
·
როგორ იყენებს საზოგადოება ხელოვნებას მიმდინარე მოვლენებზე
რეაგირებისთვის?
·
შეიძლება თუ არა და როგორ მოახდინოს ხელოვნებამ გავლენა
საზოგადოებაზე, მის წარმოდგენებზე, დამოკიდებულებებზე, შეხედულებებზე?
·
როგორი ხერხები შეიძლება გამოვიყენოთ ნამუშევარში
საზოგადოებაზე/ სხვებზე გარკვეული ზემოქმედების მოსახდენად?
|
აქტივობები
|
იდეები კომპლექსური დავალებებისთვის
|
შეფასების
ინდიკატორები - მოსწავლემ
უნდა შეძლოს:
·
შეადაროს ორი ან რამდენიმე ეპოქა ან კულტურა საზოგადოებაზე
ზემოქმედების საშუალებების მიხედვით (ს.გ.სტ.საბ.4);
·
ნამუშევარში გამოიყენოს ის მხატვრულ-გამომსახველობითიხერხები,
რომელსაც შერჩეულ ეპოქასა ან კულტურაში იყენებდნენ ადამიანზე ზემოქმედების მოსახდენად
(მასშტაბი, პროპორცია, კონტრასტი, ძირითადის გამოყოფა და სხვ.) (ს.გ.სტ.საბ.1,4);
·
გააანალიზოს თანამედროვე ხელოვნების საზოგადოებაზე
ზემოქმედების ფორმები და მხატვრულ-გამომსახველობითიხერხები(ს.გ.სტ.საბ.3,4);
·
თანამედროვე ხელოვნების მის მიერ შერჩეული ფორმით
გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება, პოზიცია რაიმე მოვლენის მიმართ (ს.გ.სტ.საბ.1,2,4);.
|
მკვიდრი წარმოდგენები
·
ხელოვნება ადამიანზე ზემოქმედების ძლიერი საშუალებაა;
·
სხვადასხვა ეპოქასა და კულტურაში ზემოქმედებისთვის
ხელოვნებას სხვადასხვანაირად იყენებდნენ;
·
სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების
მიზანმიმართული გამოყენებით ადამიანზე, საზოგადოებაზე გარკვეული ზემოქმედების მოხდენა
არის შესაძლებელი.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий